საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წელს გამოშვებულ 20 ერთეულ წითელ ჯიპს შეისყიდის. მომსახურების სავარაუდო ღირებულება ერთი მილიონ ლარზე მეტია, რაც საშუალოდ თითო ჯიპზე 50 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მაუწყებელმა 20 ივლისს გამოაცხადა.

განცხადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება:

"შემოთავაზებული ავტომანქანა უნდა იყოს სრულიად ახალი (არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი)", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.