ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სონის ახალ ფილმში Barbie მთავარ როლს, სავარაუდოდ, ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი შეასრულებს.

ფილმს Sony Pictures იღებს და თავდაპირველად ამ როლზე ემი შუმერი განიხილებოდა, თუმცა მან ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ფილმის სიუჟეტი ბარბის იდეალურ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ყველა გოგონა სილამაზის აღიარებულ სტანდარტში ჯდება, ბიჭებს კი არაჩვეულებრივი სხეული აქვთ, ამ დროს კი ენ ჰეთეუეის პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ ის საერთოდ ვერ აკმაყოფილებს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. სწორედ აქ იწყება მთავარი ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ.

ფილმის რეჟისორი სავარაუდოდ ალათეა ჯონსი იქნება.