ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს პარლამენტში გამოსვლისას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. კობახიძის მტკიცებით, დოლიძე საჯარო მოსამსახურეა და ეთიკური სტანდარტის თანახმად, მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეუძლია:

"პოლიტიკური პასუხები არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც არის პოლიტიკოსი, თქვენგან გასნხვავებით, რომელიც ხართ საჯარო მოსამსახურე."

ანა დოლიძის განმარტებით, ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ.