ტვინის ღეროვანი უჯრედების წყალობით, თაგვებში დაბერების პროცესი შენელდა
ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედები შესაძლოა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და დაბერების შესაჩერებლად უმთავრესი იარაღი იყოს. ამ უჯრედებს, რომლებიც ჰიპოთალამუსშია (რედიონი, რომელიც წარმოქმნის ჰორმონებსა და სხვა სასიგნალო მოლეკულებს) მოთავსებული, შეუძლიათ შუა ხნის ასაკის თაგვების ტვინის შესუსტებული ფუნქციები და კუნთები კვლავ გააძლიერონ. ამის შესახებ ჟურნალ Nature-ში 26 ივლისს გამოქვეყნებული კვლევაში ვკითხულობთ.
წინა კვლევები აჩვენებდა, რომ ჰიპოთალამუსი დაბერების პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში არსებულმა ღეროვანმა უჯრედებმა შესაძლოა პროცესი შეანელოს. ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯის ნეიროენდოკრინოლოგის, დონგშენგ ქაის თქმით, ეს საკმაოდ რეალურია, რადგან ჰიპოთალამუსს სხეულის ფუნქციების შესრულებაში უამრავი როლი აკისრია, მათ შორის ანთებითი პროცესების და მადის.
ქაიმ და მისმა კოლეგებმა კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ჰიპოთალამუსში არსებული ღეროვანი უჯრედები თაგვების ასაკის მატებასთან ერთად ქრებიან. როდესაც მკვლევრებმა თაგვებში ის ვირუსები შეიყვანეს, რომლებიც ამ უჯრედებს ხოცავდა, ცხოველები უფრო სწრაფად დაბერდნენ. შედეგად კი მათი მეხსიერება, კუნთების სიძლიერე, კოორდინაცია და გამძლეობა საგრძნობლად შესუსტდა. ისინი ასევე ჩვეულებრივ თაგვებზე ბევრად ადრე დაიხოცნენ.
შემდეგ კი, მეცნიერებმა ახალშობილი თაგვების ჰიპოთალამუსებიდან აღებული ღეროვანი უჯრედები შუა ხნის თაგვებში შეიყვანეს. ოთხი თვის შემდეგ, ამ ცხოველებს უკეთესი კოგნიტური და კუნთოვანი ფუნქციები ჰქონდათ, ვიდრე ჩვეულებრივ, ამავე ასაკის თაგვებს. მათი სიცოცხლე, საშუალოდ, 10%-ით გახანგრძლივდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ღეროვანი უჯრედები თავზურგტვინის სითხეში გამოყოფენ მოლეკულებს, სახელად microRNA, რომლებიც გენის ექსპრესიას არეგულირებს. როდესაც მკვლევრებმა შუა ხნის თაგვების ტვინში ეს microRNA-ები შეიყვანეს, მათ დაინახეს, თუ როგორ შეანელა ამ მოლეკულებმა კოგნიტური შესუსტება და კუნთების დეგენერაცია.
FOREVER YOUNG
საკმაოდ საინტერესო ნაშრომია, ამბობს ლეონარდ გარენტი, MIT-ს მოლეკულური ბიოლოგი, რომელიც დაბერებას სწავლობს. მისი თქმით, ამან შესაძლოა ანტი-დაბერების თერაპიების განვითარების მრავალი გზა წარმოქმნას.
ღეროვანი უჯრედების თერაპიამ, შესაძლოა, ჰიპოთალამუსს უკეთესი შესაძლებლობა მისცეს, რომ მთავარი რეგულატორის როლი შეასრულოს. უკანასკნელი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერების პროცესს სიგნალის პეპტიდებით აკონტროლებს, როგორებიცაა ჰორმონები და microRNA-ები, აცხადებს ქაი. ის ამბობს, რომ მისი გუნდი ცდილობს, დაადგინოს, რომელი microRNA-ები წარმოიქმნება დაბერებისას და იმედოვნებს, რომ გამოიკვლევს, არსებობს თუ არა მსგავსი მექანიზმები სხვა პრიმატებშიც.
ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწე შინ იჩირო იმაის თქმით, რომელიც დაბერებას სწავლობს, ეს აღმოჩენები გარღვევაა დაბერების პროცესის კვლევაში. მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ეს ღეროვანი უჯრედები დავაკავშიროთ დაბერების პროცესის სხვა ფიზიოლოგიურ მექანიზმებს. მაგალითად, ეს უჯრედები შესაძლოა არეგულირებენ ნეირონებს, რომლებიც ე.წ. GnRH ჰორმონებს გამოყოფენ და ასოცირებულები არიან დაბერებასთან. იმაის ასევე სურს, გაიგოს, microRNA-ებს შეუძლიათ თუ არა უჯრედებიდან სისხლში გადასვლა, საიდანაც ისინი მთელ სხეულში იმოძრავებენ.
ქაის აზრით, დაბერების საწინააღმდეგო თერაპიები, უნდა ჩატარდეს ადამიანის შუა ასაკში, სანამ მისი კუნთები და მეტაბოლიზმი შეუქცევადად არ გადაგვარდება.
უცნობია, ასეთი თერაპია რამდენი ხნით გაახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ გარენტი ამბობს, რომ დაბერების ეფექტების შენელება უფრო მნიშვნელოვანი მიზანია. „ხანგრძლივი სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი, თუ არ ხარ ჯანმრთელი“, ამბობს ის.
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
კომენტარები