საქართველველოში ლატარიის ორგანიზებას და ჩატარებას ახალი კომპანია უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შესაბამისი უფლების მოსაპოვებლად ტენდერი ჩატარდა და გამარჯვებული შპს ჯორჯიან ნეიშენელ ლოთერი გახდა.

"აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში", - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

საქართველოს ლატარიის კომპანიის დახურვის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ დღეს რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.