აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ადვოკატის, ნემატ კერიმლინის განცხადებით მუხტარლის წინასწარი პატიმრობის ვადა ორი თვით გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ Maydan TV წერს. ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კორუფციაში ედება ბრალი.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.