ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა, აშშ-ს სახელით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 26 აგვისტოს რუდი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდა და აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო.

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი", - როგორც შსს-ში ამბობენ ეს რუდმა სტუმრობისას განაცხადა.

აგვისტოს თვეში საქართველოში 20-ზე მეტი ხანძარი იყო. On.ge გთავაზობთ შესაბამის რუკას.