დღეს, 5 სექტემბერს ლარი კიდევ გაუფასურდა. თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთი ევროს შეძენა 2,98 ლარადაა შესაძლებელი, ერთი აშშ დოლარი კი - 2,51 ლარი ღირს.

ლარის კურსი უფრო დაბალია საქართველოს კომერციულ ბანკებში. ორ უმსხვილეს ბანკში - საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში დოლარის ყიდვა ერთნაირი კურსით - 2,535 ლარად შეგიძლიათ. საქართველოს ბანკში ერთი ევრო 3,015 ლარი ღირს, თიბისი ბანკში - 3,024 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის 5 სექტემბრის კურსით ერთი დოლარი 2,45 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 2,918 ლარი.