რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ხუთეული წარადგინა:

  • ხათუნა სამნიძე
  • მიხეილ ჩემია
  • დავით ზურაბიშვილი
  • თამარ კორძაია
  • ლაშა გომარაშვილი

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, რესპულიკური პარტიის სამი წევრი თბილისის საკრებულოში კოალიცია ქართული ოცნების სიით მოხვდა. 2017 წლის 30 მაისს, რესპუბლიკურმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა გაერთიანების შესახებ განაცხადეს და მოლაპარაკებები დაიწყეს ალეკო ელისაშვილთან, რათა თბილისის მერის არჩევნებში მათი სახელით მიეღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ელისაშვილი შემოთავაზებას არ დათანხმდა, თავისუფალმა დემოკრატებმა არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრეს, ხოლო რესპუბლიკელები მათგან დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.