რუსეთმა ქართული მედიასაშუალება Sova.News დაბლოკა
რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების, კავშირისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მარეგულირებელმა ფედერალურმა ორგანომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოში დაფუძნებული საინფორმაციო-ანალიტიკური მედიასაშუალება Sova.News დაბლოკა.
როგორც სოვა ნიუსი წერს, დაბლოკვის საფუძველი გახდა მედიასაშუალების მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს მომზადებული სტატია სათაურით "ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარხან ბათირაშვილმა მოჯაჰედებს ანდერძი დაუტოვა".
მარეგულირებელმა ორგანომ სოვა ნიუსი მედიასაშუალებების შავ სიაში რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის ფედერაციის კანონს "ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ".
სოვა ნიუსის განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან მოითხოვს, რომ იქ, სადაც ნახსენებია ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის რუსეთში აკრძალვის შესახებ. თარხან ბათირაშვილის შესახებ მომზადებულ სტატიაში კი ეს აღნიშვნა არ ყოფილა.
"ჩვენთვის გაუგებარია, მაინცდამაინც ეს სტატია რატომ გახდა დაბლოკვის მიზეზი, რადგან ჩვენს არცერთ სხვა სტატიაში, სადაც ნახსენებია ისლამური სახელმწიფო, მითითებული არ გვქონდა რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, რომ სოვა ნიუსი რუსულენოვანი მედიასაშუალებაა, რესურსი დარეგისტრირებულია საქართველოში და წარმოადგენს რუსულენოვან, დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად", – აცხადებს სოვა ნიუსი.
იმისათვის, რომ რუსულენოვანმა აუდიტორიამ შეძლოს სოვა ნიუსის წაკითხვა, მედიასაშუალება გეგმავს რომ გამოიყენოს ფორმულირება "აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია", ხოლო სადავო სტატიას წაშლის საიტიდან. ამის შემდეგ ის მიმართავს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შავი სიიდან ამოღების მოთხოვნით.
ამჟამად რუსეთის ტერიტორიიდან სოვა ნიუსის ვებსაიტზე შესვლა შესაძლებელია ანონიმური ბრაუზერების, ასევე, ბრაუზერ Opera-სა და Opera Mini-ს გამოყენებით.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები