როგორც იცით, რამდენიმე წუთში ნასას კასინის კოსმოსური ხომალდი სამუდამოდ დაემშვიდობება მისი საყვარელი სატურნის გარემოს. მისმა ფავორიტმა მთვარე ტიტანმა 20 წლიანი კვლევების ავტორ კასინის სატურნისკენ სასიკვდილო გეზი ააღებინა და თბილისის დროით, 15:55-ზე უკანასკნელ სიგნალს გადმოაგზავნის, შემდეგ კი სამუდამოდ გაქრება.

ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე გარკვეული დროის ინტერვალებში ნახავთ ახალ, დაუმუშავებელ სურათებს, რომელსაც კასინი პირდაპირ ეთერში აგზავნის! საოცარი ფოტოების ნახვა აქ შეგიძლიათ.

თუ არ უყურებთ ლაივს და არ იცით, სად უყუროთ, გადმოდით YouTube-ს ან Facebook-ის ლაივზე და უყურეთ კასინის ტრაგედიას პირდაპირ ეთერში. თუ გაინტერესებთ კასინის მისიაზე დეტალური ინფორმაცია, ნახეთ ეს ბმული.