ქართული ოცნების დროშებით ბავშვებთან ფოტოს გამო, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე 1 000 ლარით დაჯარიმდა. შუახევის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 2 ოქტომბერს მიიღო.

მასწავლებლის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი ცესკომ 26 სექტემბერს შეადგინა.

მასწავლებელი ტელეკომპანია იმედთან საუბრისას ამბობდა, რომ დროშები მის მოსწავლეებს ჰქონდათ და სურათიც მათი თხოვნით გადაიღო.