თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს უკვე დაურიგეს ვაშლები. ეს სკოლა განათლების სამინისტროს ინიცირებული პროექტის პირველი მონაწილეა. ვაშლის დარიგების ფოტო და ვიდეოკადრები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 260 ათასი ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოცხადა, სადაც შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. მან უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

სკოლებში ვაშლების დარიგების იდეა საქართველოს განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. ის საპილოტეა და იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მინისტრმა თავდაპირველად განაცხადა, რომ "ვაშლების დარიგების" კამპანია 300-დან 400 ათას ლარამდე დაჯდებოდა.

ჯეჯელავას თქმით, ჯანსაღი კვების კამპანია პირველად თბილისის დიდ სკოლებში განხორციელდება, რადგან არაჯანსაღი საკვები ყველაზე მეტად პოპულარული ქალაქებსა და დიდ სკოლებშია.

ფოტო: განათლების სამინისტრო

ფოტო: განათლების სამინისტრო

ფოტო: განათლების სამინისტრო

ფოტო: განათლების სამინისტრო

ფოტო: განათლების სამინისტრო