საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია. გამარჯვებული მაუწყებლის საკონკურსო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამარჯვებულად თბილქალაქპროექტი დაასახელა. გამარკვებული კომპანია ტელევიზიის დიზაინს 999 999 ლარად შექმნის.

როგორც საკონკურსო კომისიამ აღნიშნა, გამარჯვებულის გამოვლენისას 70 პროცენტი ხარისხს ენიჭებოდა, დარჩენილი 30 პროცენტი კი - ფასს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სატენდერო კომისიის შეფასებებით, თბილქალაქპროექტმა 9,375 ქულა დააგროვა, არტსტუდიო-პროექტმა - 6,6875 ქულა, BWC-მ კი - 2. რაც შეეხება ხარისხის ჯამურ ქულებს - თბილქალაქპროექტმა 10 ქულა დააგროვა, არტსტუდიო-პროექტმა - 8,1 ქულა, BWC-მ კი - 6,49.

დეტალურად პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.