საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში ორი პირი მონაწილეობს. ქარტიის საბჭომ არჩევანი მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილსა და ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ირმა ზოიძეს შორის უნდა გააკეთოს. განაცხადების მიღება დღეს დასრულდა.

საბჭო მომდევნო ორი კვირის ვადაში ორივე მათგანს გაესაუბრება და პირველ ნოემბრამდე შეარჩევს დირექტორს. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ერთი წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ პოზიციაზე.

ახლა დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილის უფლებამოსილების ორწლიანი ვადის ამოწურვის გამო გამოაცხადა.

ნატა ძველიშვილის

ირმა ზოიძის