მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. მათ ორი შვილიც ჰყავთ - 3 წლის უაიტი და 11 თვის დიმიტრი. თუმცა ეს ამბავი შეიძლება არც იცოდეთ, რადგან ისინი მათ ფოტოებს არასდროს აქვეყნებენ ინტერნეტში.

კი, ეს მართალია. მილა და ეშტონი არც მათ პირველ კბილს და არც დაბადების დღეებს აღნიშნავენ საჯაროდ.

ამაზე ეშტონმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა:

"ჩვენი შვილების ფოტოებს არასდროს ვასაჯაროებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პოპულარობა პირადი არჩევანია. მე და მილამ ავირჩიეთ კარიერა, რომლის წყალობითაც მუდამ ყურადღების ცენტრში ვართ, მაგრამ ეს ჩვენი შვილების არჩევანი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათ საკუთარი არჩევანის უფლება უნდა დავუტოვოთ".

კაჩერმა დასძინა, რომ მისი აზრით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მისი შვილების ბავშვობის ფოტოების გასაჯაროებით, შესაძლოა მოგვიანებით ვინმემ ბოროტად ისარგებლოს და ერთ დღეს ისინი შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ.

ეშტონ კაჩერის თქმით, მათ პირადი სოციალური ქსელი აქვთ, რომლის საშუალებითაც ისინი თავიანთ მშობლებს შვილიშვილების ფოტოებს უგზავნიან.

2015 წელს წყვილმა Daily Mail-ს მათი ახალშობილი შვილის ფოტოების გამოაქვეყნების გამო უჩივლა.

მილა და ეშტონი, შვილების პირადი სივრცის გარდა, მათ ღირებულებებზეც განსხვავებულად ზრუნავენ. ცოტა ხნის წინ, მილა კუნისმა თქვა, რომ ის და ეშტონი შვილებს საშობაოდ საჩუქრებს აღარ აძლევენ:

"შარშან უაიტი 2 წლის იყო და საშობაოდ მას არაფერი ვაჩუქეთ, თუმცა ბებიებმა და ბაბუებმა საჩუქრებით სახლი გაუვსეს და ეს მეტისმეტი იყო. ბავშვები საშობაოდ ერთ საჩუქარს აღარ აფასებენ და არც იციან, რა სურთ, ისინი უბრალოდ ნივთებს ელიან".

კუნისმა დასძინა, რომ მათ ნათესავებს ურჩიეს, რომ მათი შვილებისთვის ბევრი საჩუქარი აღარ მოეტანათ. მსახიობის თქმით, ის და ეშტონი ბავშვების საჩუქრებს ხშირად საავადმყოფოებში აგზავნიან.