საია: ცესკო ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რამდენიმე საათის წინ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასა და ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის შემთხვევებზე განცხადება გაავრცელა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის: ქართული ოცნების, მემარცხენე ალიანსის ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია ახალი სიტყვის წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.
ცესკოს განცხადებით, რეგისტრატორთან ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმება კანონიერია. მათი განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.
საია მიიჩნევს რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს:
"საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ერთმანეთისგან განასხვავებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ორ ვერსიას: საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ სიას (ე.წ. სამაგიდო სიას) და სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. სამაგიდო სიაში, სიის საჯარო ვერსიისგან განსხვავებით, ამომრჩევლის სხვა მონაცემებთან ერთად აღნიშნულია ამომრჩევლის პირადი ნომერი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის პერსონალურ ინფორმაციას. სამაგიდო სიებში ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის ხელმოწერა.
ცესკოს 2012 წლის დადგენილების თანახმად (N 42/2012 - ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1.3), „კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.“
ორგანიზაცია მიიჩნევს რომ სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია, შესაბამისად - არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის, განურჩევლად იმისა, მესამე პირთა ინტერესი ამ სიიდან პერსონალური ინფორმაციის ამოწერაა თუ არა. ამასთან, ამომრჩევლის მხოლოდ რეგისტრაციის ნომრის საფუძველზეც მარტივადაა შესაძლებელი, სიის საჯარო ვერსიის მეშვეობით, სიაში რიგითი ნომრის მფლობელი ამომრჩევლის ვინაობის იდენტიფიცირება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში:
"ყოველივე ზემოაღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ:
- საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება.
- საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს შემდეგს: ამომრჩეველთა სიები უნდა ქვეყნდებოდეს, თუმცა არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა სია არ უნდა ქვეყნდებოდეს. აღნიშნული სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მიიღო და ვინ არა მონაწილეობა არჩევნებში."
საია მოუწოდებს ცესკოს და ყველა შესაბამის სუბიექტს, იმოქმედოს საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა.
დღეს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, დღის განმავლობაში მედიაცენტრში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პრესკონფერენციას გამართავს.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები