ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თიანეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა კონკურენტს ქართული ოცნებიდან, ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო და თიანეთის მერი გახდა. თიანეთის 20-ვე უბნის შედეგები ცესკოს საიტზე რამდენიმე წუთის წინ აისახა.

ფოტო: ფოტო ვებგვერდიდან / ცესკო

წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაურმა ხმების 50,06% - 3 077 ხმა დააგროვა, მისმა კონკურენტმა, ლელა ქიტესაშვილმა კი - 49,94% - 3 070 ხმა.

თამაზ მეჭიაურმა ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის მაისში დატოვა.