თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართული ოცნებიდან მის კონკურენტის ხმების დათვლისას ბათილი ბიულეტენებიც ჩაუთვალა და ამ გზით მის გამარჯვებულად გამოცხადებას გეგმავენ. ამის შესახებ მეჭიაურმა On.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, მას თიანეთის 20-ვე უბნიდან ჰქონდა ოქმების ასლები, რომლითაც მისი გამარჯვება დასტურდებოდა.

"[საჩივრის დაწერის შემდეგ] კომისიის თავმჯდომარემ გადასათვლელად წამოიღო მხოლოდ გაბათილებული ბიულეტენები და მერე მათგან რამდნიმე ჩათვალა რომ ეკუთვნოდა ჩემს მოწინააღმდეგეს და გამოიყვანა ის გამარჯვებულად", - ამბობს მეჭიაური და დასძენს, რომ ამ შემთხვევაშიც კი, ის ერთი ხმით კონკურენტს მაინც სჯობნის.

ბოლო [14:16 სთ] მონაცემებით, თამაზ მეჭიაური თავის კონკურენტს ერთი ხმით უსწრებს, თუმცა დაახლოებით ერთი საათის წინ, თიანეთის 20-ვე უბნის მონაცემებით ქართული ოცნების მერობის კანდიდატი 7 ხმით აგებდა.

თიანეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც პირველ ტურში შესაძლოა, არასახელისუფლებო კანდიდატმა მოიგოს.

რამ გამოიწვია თამაზ მეჭიაურის კონკურენტის ხმების რაოდენობის გაზრდა ამ კითხვაზე On.ge ცესკოდან პასუხის მიღებას ცდილობს.