საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი პლაკატებისგან ასუფთავებს. როგორც ჯოზეფმა On.ge-ს უთხრა, მას ამაში ერთი მოხალისე ეხმარება, რომელიც მის საარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული:

ჯოზეფ ელქსანდერ სმიტი

ფოტო: ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი / Facebook

"ეს არის, კანონით ჩემი ვალდებულება, რომ მოვხსნათ ჩვენი საარჩევნო პლაკატები. პირველ რიგში, ეს არის კათარზისი, დამთავრდა არჩევნები, მესამე ადგილზე გავედი. მეორე, ის არის მნიშვნელოვანი, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე".

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრიტანელმა ჟურნალისტმა დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, მან საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში მესამე ადგილი დაიკავა და 14,04 პროცენტი მიიღო. როგორც თვითონ ამბობს, სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არ აქვს, მაგრამ მუნიციპალური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს:

"კამპანიის ფარგლებში საბურთალოზე ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი. ჩავიწერე მათი ინფორმაცია, მიმიღეს ოჯახებში, ბინებში და გამაცნეს თავიანთი პრობლემები და მინდა, ეს ინფორმაცია გამოვიყენო სამომავლოდ. კამპანიის ფარგლებში აქაურ მოსახლეობასთან ხანგრძლივ ურთიერთობას საფუძველი ჩავუყარეთ".

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

ფოტო: ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი