ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გადაცემა კვირის გამოძიება დაიხურა. ამის შესახებ On.ge-ს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

"ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ცვლილებები მუდმივად არის და ცვლილებები გაგრძელდება როგორც დახურვის, ასევე გახსნის მიმართულებით", - ამბობს გვარამია.

არხი გენერალური დირექტორი გადაცემის დახურვის მიზეზებზე არ საუბრობს. მისი თქმით, აკაკი გოგიჩაიშვილი მუშაობას ყოველკვირეულ გადაცემაში კურიერი P.S. გააგრძელებს, კვირის გამოძიებაზე მომუშავე სხვა თანამშრომლების საკითხი კი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

გადაცემა კვირის გამოძიება 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე აკაკი გოგიჩაიშვილს ბიზნესკურიერი მიჰყავდა, რომელიც იმ მიზეზით დაიხურა, რომ საგამოძიებო გადაცემა უნდა დაეწყო.