თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია დასრულებულია. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა On.ge-ს დაუდასტურა. უწყებაში დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა და ერთი პირი კი სადარბაზოდან გამორბოდა, როცა ის სროლის დროს მოკლეს.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია თითქმის 22 საათი ტარდებოდა.