საბადურის ტყეში, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების ოცეულში შედის, ზამთარი ადრიანად მოვიდა. დათოვლილი გზების ფოტოებს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და სოფელ ღულელებამდე (თბილისიდან 30კმ) გრძელდება. ტერიტორია თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.