საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საიას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

კენჭისყრა, რომელზეც სალაძე აირჩიეს რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ორგანიზაციაში თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ.

სალაძემდე საიას თავმჯდომარის თანამდებობას ანა ნაცვლიშვილი იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე სამი წლის წინ აირჩიეს.

სალაძე თავმჯდომარედ არჩევამდე წლების განმავლობაში ორგანიზაციაში პროექტის კოორდინატორი იყო, ბოლო რამდენიმე თვეა კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობასაც იკავებს.