თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 7 დეკემბერს 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო პრომეთე გადაეცემა და ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, მისი ფილმი დიდი მწვანე ველის სპეციალური ჩვენება გაიმართება.

დიდი მწვანე ველი

დიდი მწვანე ველი

კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა არსენალმა, წელს სამ ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის დიდი მწვანე ველი, რომელიც ფესტივალის სპეციალურ ჩვენებაში სწორედ განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.