TI: კახა ბექაური კომუნიკაციის კომისიის წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში ამბობენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი და თავმჯდომარე, კახა ბექაური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამ გარემოების გამო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
ბექაურის განათლება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბექაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1986-1992 წლებში სწავლობდა. თსუ-ს მიერ გაცემული დიპლომის მიხედვით, მან დაამთავრა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით და მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია.
კახა ბექაურის აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მის მიერ ამ თანამდებობაზე მუშაობის სურვილის გამოთქმისთანავე გაჩნდა. მაშინ ბექაური ამბობდა, რომ მისი კვალიფიკაცია კიბერნეტიკა, ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თსუ-ს მიერ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი მართალია უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს", - აცხადებენ TI-ში.
კახა ბექაურის შემოსავალი და დეკლარაცია
2016 წლის 8 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბექაურს და მის ცოლს - ეკა ბერიძეს ეკუთვნით ოთხი ბინა თბილისში, ერთი ბინა დუშეთის რაიონში, არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი ფართი თბილისში, ავტოფარეხი დუშეთში და მსუბუქი ავტომობილი Toyota RAV4.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ბექაურის საბანკო ანგარიშებზე 41 347 ლარი, 18 013 ამერიკული დოლარი, 3 001 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი და 71 ევრო ირიცხებოდა. ეკა ბერიძეს კი 58 015 ლარი, 2 ამერიკული დოლარი და 7 ევრო. 2016 წელს ბექაურმა კომისიაში 233 988 ლარი გამოიმუშავა. მისმა ცოლმა 2015 წელს კი 318 407 ლარი.
ბექაური კომუნიკაციების კომისიაში საქმიანობის გარდა ბიზნესითაც არის დაკავებული. მას ეკუთვნის მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯის წილის 33,33 პროცენტი, მისი ცოლი კი ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ბექაურსვე ეკუთვნის წილები კომპანიებში შპს სხვა არხი და შპს მეგაპოლის კლასიკი.
კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე (2012 წლის მარტი-დეკემბერი) ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობაში მყოფი პარტიის, ქართული ოცნებისდამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიაში, მეცხრე არხში, დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010-2011 წლებში კი, ტელეკომპანია მაესტროში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
On.ge-ს კომუნიკაციების კომისიაში უთხრეს, რომ ამ საკითზე კომენტარის მოცემა არ სურთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები