მწერლები ზვიად რატიანის ცემაზე: დროა დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები
"დროა დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები. გარეთ 21-ე საუკუნეა. სხვანაირად უნდა ებრძოლოთ კრიმინალს," - ქართველი მწერლები პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უპირისპირდებიან.
მწერლები საქმეში მონაწილე მოძალადე პოლიციელების გამოჩენას, მათი სახელებისა და გვარების დასახელებას მოითხოვენ:
"წარმოიდგინეთ, ჩვენ მას [ზვიად რატიანს] ვიცნობთ, ის ცნობილია საზოგადოებისათვის, მაგრამ რას უზამდნენ უცნობ მოქალაქეს?! კაცმა არ იცის, სად შეიძლება ყოფილიყო ჩაგდებული უცნობი ადამიანი."
ლაშა ბუღაძის თქმით, მოძალადე არის კონკრეტული და როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, პოლიციელი ძალადობს, ეს არის დანაშაული სახელმწიფოსა და ადამიანების წინაშე:
"ნუ აშანტაჟებთ ზვიად რატიანს იმ ჩანაწერებით, ის ჩანაწერები გვაჩვენეთ, სადაც მას სცემენ. ფაქტობრივად სიკვდილს არის გადარჩენილი."
საზოგადოებას მიმართა პოეტმა რატი ამაღლობელმაც. მისი თქმით, ზვიად რატიანის საქმე უნდა იყოს აქამდე დაჩაგრული ხალხისთვის გამამხნევებელი მაგალითი, რომ მომავალში არ დაიჩაგრონ ადამიანები ქუჩაში გამოსული მოძალადეების მიერ:
"ამ ამბავს ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის დაცვა ეს არის საზოგადოების დაცვა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როდესაც დაკავების შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქე მორალური ზეწოლის, წნეხის და ფიზიკური ძალადობის ქვეშ არის. აი ამის წინააღმდეგ გამოვდივართ."
ზვიად რატიანი აცხადებს, რომ თამარ მეფის გამზირზე ნარინჯისფერ ქურთუკში გამოწყობილ პოეტს რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა და დამცინავად ჰკითხა, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი. ადვოკატის თქმით, პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო, რის შემდეგაც საუბარი გამწვავდა. ამის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებმა რატიანს სცემეს.
შსს-ს მტკიცებით კი რატიანი ნასვამი იყო, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. შსს იმასაც უარყოფს, რომ პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ.
პოეტის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.
სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც.
22 დეკემბერს გამოცხადებული საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 24 დეკემბერს, დაასრულა. შსს-ს საბოლოო მონაცემებით კონტროლის შედეგად სულ შემოწმდა 52 000-მდე პირი, დაკავებულია - 127.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები