საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მისი წინამორბედის, უჩა ნანუაშვილის მიერ 105 ათას ლარად ნაყიდ Mercedes-Benz GLA-ს აუქციონის წესით ყიდის. ლომჯარიას თქმით, მანქანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა, მიღებული თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება.

მისი თქმით, მსგავსი მოდელის მანქანის საჭიროება სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს და "გაუმართლებლად აზარალებს ბიუჯეტს".

სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილი 2016 წელს იყიდა. მაშინ სახალხო დამცველი ახალი ავტომობილის შეძენას საჭიროებით ხსნიდა.