საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

გუშინ, 26 სექტემბერს, პანკისის ხეობაში სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა და ხუთი პირი დააკავა. ოფიცალური ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცხადა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად მაჩალიკაშვილ სპეცრაზმის წევრებმა ესროლეს. მან დაზიანება თავის არეში მიიღო და ამჟამად საავადმყოფოშია.

სუს-ის განცხადებით, პანკისში დაკავებული პირები ისნის სპეცოპერციის დროს ლიკვიდირებულ პირებს საქართველოში შემოყვანაში დაეხმარნენ. ერთ-ერთ დაკავებულს კი ახმედ ჩატაევთან კავშირს ედავებიან.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ისნის სპეცოპერაციის შესახებ გაიგეთ მეტი.