საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვებგვერდზე, ზვიად რატიანის საქმეზე გამოაქვეყნა შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია. არც ვიდეოდან ირკვევა და არც პირველი არხი აზუსტეს არის თუ არა ეს სრული ჩანაწერი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ანი ნასრაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ პოლიციელმა პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქესთან კომუნიმაციის ფრაგმენტები არ უნდა ჩაიწეროს მაშინ, როდესაც კანონი სამხრე კამერის გამოყენებას ავალებს.

"ოთხი საათი დასჭირდა მაგ მტკიცებულებების გამოკვლევას და იმის დაფიქსირებას, რომ ეს იყო ფრაგმენტული ხასიათის და არ ასახავდა სრულ სურათს. ფრაგმენტული ვიდეოს გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც ზვიად რატიანი სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს, სულ ცოტა არაეთიკურია".

პირველი არხის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია, ასევე დაბლარულია სახეები. არც ვიდეომასალიდან ირკვევა და არც პირველი არხი აზუსტებს სრულად ასახავს თუ არა ვიდეომასალა კონფლიქტს.

როგორც პირველი არხი ამბობს, შსს-ს ვიდეომასალის მოწოდების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოს ნახვა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.

On.ge დაუკავშრდა შსს-ს და ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.