ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონის პოლიციამ 46 წლის სტილისტი დააპატიმრა, მას შემდეგ, რაც მან თავის კლიენტს არასასურველი ვარცხნილობა გაუკეთა, რომლითაც 1900-ანი წლების დასაწყისის ამერიკელ კომედიანტს, ლარი ფაინს, დაამსგავსა.

ლარი ფაინი

ფოტო: imgur

პოლიციის განცხადებით, 22 წლის დაზარალებულმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სტილისტი გამუდმებით სთხოვდა, რომ არ ემოძრავა და თავი გაეჩერებინა. კლიენტის თქმით, სტილისტმა მას რამდენჯერმე ელექტრონული თმის საჭრით ყურიც გაუჩხაპნა, შემდეგ კი, საპარსი მთელ თავზე ჩამოუსვა:

"მან ისეთი საშინელი ვარცხნილობა გამიკეთა, რომ ფილმის სამი იდიოტის მსახიობს, ლარის ვგავდი".

პოლიციამ 46 წლის სტილისტი დააპატიმრა, თუმცა ის საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნეს და გაათავისუფლეს. სტილისტის თქმით, ვარცხნილობა შემთხვევითობა იყო და არა წინასწარ განზრახული დანაშაული.

ინციდენტის შემდეგ, დაზარალებული სხვა სტილისტთან წავიდა და თავი მთლიანად გადაიპარსა.