მერილ სტრიპი Big Little Lies-ის მეორე სეზონში ითამაშებს
HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი - Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა არხმა.
თუმცა ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ სერიალის ახალ სეზონში არც მეტი, არც ნაკლები გენიალური მერილ სტრიპი მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია HBO-მ სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა:
როგორც ცნობილია, სამი ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპი სერიალში ალექსანდრ სკარსგარდის პერსონაჟის დედის როლს განასახიერებს. შესაბამისად გამოდის, რომ ის ნიკოლ კიდმანის პერსონაჟის დედამთილის როლში მოგვევლინება.
ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.
სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა შემქმნელებმა გაამხილეს, რომ ძველ პერსონაჟებს ოთხი ახალიც დაემატება და მსახიობებს უკვე ეძებენ.
ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან. ახალ სეზონში გავიცნობთ ბონის მშობლებსაც.
Big Little Lies მეორე სეზონში შვიდი სერია იქნება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები