TI: მერაბ ქათამაძე კომუნიკაციის კომისიის წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) აგრძელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მიერ თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლას. ორგანიზაციის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, მოთხოვნებს კომისიის კიდევ ერთი წევრი, მერაბ ქათამაძე ვერ აკმაყოფილებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლების მხრიდან მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.
მერაბ ქათამაძის განათლება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქათამაძემ 1981 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაასრულა, სპეციალობა - მართვის ავტომატიზებული სისტემები, კვალიფიკაცია - ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ ტექნიკური უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად დგინდება, რომ მერაბ ქათამაძის დიპლომი არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს:
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.
მერაბ ქათამაძის შემოსავალი და დეკლარაცია
2017 წლის 24 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მერაბ ქათამაძის საკუთრებაშია ერთი დასრულებული და ერთი მშენებარე ბინა თბილისში, ავტოფარეხი, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწა ახმეტაში.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ქათამაძის საბანკო ანგარიშებზე 57 212 ლარი, 1 180 ამერიკული დოლარი ერიცხებოდა საკრედიტო ბარათზე კი 15 737 ამერიკული დოლარი. ხელფასის სახით აიღო 1 727 ლარი, 77 ამერიკული დოლარი და 100 ევრო.
როგორ აირჩიეს მერაბ ქათამაძე კომისიის წევრად
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატურებიდან საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას უთანხმებს ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას შეარჩევენ. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ხელისუფლების არც ერთმა შტომ არ გადაამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქათამაძის დიპლომი კანონის მოთხოვნებს და პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებობს ინსტიტუციური პრობლემები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან, ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას. მათი განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურთან დაკავშირებულ პრობლემას არანაირი მოკვლევა არ მოჰყოლია. ამგვარი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეპუტაციას და სანდოობას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამომავლოდ მსგავსი კაზუსების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ გამოდის ინიციატივით მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის წევრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ეს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს, ვინაიდან მოქმედ კანონმდებლობაში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩამონათვალში მსგავსი საფუძველი არ ფიგურირებს.
შესწორება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თითქმის ერთი თვის შემედეგ, 20 თებერვალს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. კომისიამ ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები