ზამთარი შეიძლება ბევრს არ გიყვარდეთ, მაგრამ მთის კურორტებზე, თხილამურებით სრიალსა და სუფთა ჰაერით ტკბობაზე უარს ვერავინ იტყვით. თუ მაინც ზაფხულს ანიჭებს უპირატესობას და თოვლზე სრიალს ტრიალ მინდორში სეირნობა გირჩევნიათ, საქართველოს მთები არც ამაზე დაგწყვეტთ გულს. წელიწადის ნებისმიერ დროს, მთის კურორტები მზად არიან სტუმრების მისაღებად.

ხშირად მთაში წასვლამდე მნიშვნელოვანია ისეთი ინფორმაციის მოპოვება, როგორიცაა ამინდის პროგნოზი, სასრიალო ტრასების მდგომარეობა, ტურისტების რაოდენობა და სხვ. ამისათვის კი, ჩვენ ხშირად გვიწევდა სხვადასხვა წყაროების გადამოწმება, რამდენიმე საიტის მონახულება, მეგობრებისთვის მიწერა და ა.შ. ახლა კი, ამ ყველაფრის მიღება მხოლოდ ერთ გვერდზეც შეიძლება.

ფოტო: ვასილი უტკინი

ცისფერი მთები - ასე ქვია ფეისბუქ გვერდს, რომელიც თავიდან ბოლომდე მხოლოდ მთებს ეხება. ეს არის ყველაზე დიდი მაინსპირირებელი გვერდი მთების შესახებ. ამ გვერდზე თქვენ ნახავთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და სხვა კურორტებზე გადაღებულ ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოებს, გაიგებთ ამინდის პროგნოზს, ლაივ კამერების დახმარებით შეძლებთ მოვლენებზე თვალყურის დევნებას, მიიღებთ რჩევებს უსაფრთხოების წესების შესახებ და გაეცნობით სხვადასხვა ბლოგებს.

ამ ფეისბუქის გვერდის განვითარებაში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ცისფერი მთები სიამოვნებით მიიღებს თქვენ მიერ გადაღებულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს და განათავსებს მას საკუთარ გვერდზე.

ფოტო: ვასილი უტკინი

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

ფოტო: ნათია ნაკანი

ცისფერ მთების გვერდზე პერიოდულად ტარდება გათამაშება და იდება შეკითხვები. თუ თქვენ დასმულ შეკითხვას პირველი გასცემთ სწორ პასუხს, სხვადასხვა სამთო აქსესუარებს მიიღებთ საჩუქრად.

ცისფერი მთების მომხმარებლები უკვე საკმაოდ აქტიურები არიან. ისინი ყოველდღიურად აგზავნიან ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც მალევე ხვდება ფეისბუქის გვერდზე. მათ შორის არიან უცხოელებიც, რომლებიც საქართველოს მთებით იმდენად მოიხიბლნენ, რომ ვიდეო-კოლაჟბსაც კი ამზადებენ.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

ცისფერი მთები თავისი კონტენტით აპირებს დაამტკიცოს, რომ მთის კურორტები არამარტო ზამთარში, არამედ ყველაზე სეზონზე მიმზიდველი და საინტერესოა. სწორედ ამიტომ, ფეისბუქ გვერდი ოთხივე სეზონზე აქტიური იქნება.