საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სილქნეტის მიერ ჯეოსელის ყიდვის წინასწარ თანხმობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

კომისიის განმარტებით, ორივე კომპანია ბაზარზე მნიშვნელოვან მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობენ. აქედან გამომდინარე, 6 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

"კვლევის პროცესში კომისია ავტორიზებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვს. კომისიაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარმოდგენის შემთხვევაში, კომპანიებისთვის თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია მაქსიმუმ სამი თვის ვადაში მიიღებს", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

სილქნეტმა ჯეოსელის ყიდვაზე განცხადება 26 იანვარს გაავრცელა. სილქნეტის ინფორმაციით, ჯეოსელი 153 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

ჯეოსელის მფლობელის შესაცვლელად კომუნიკაციების კომისიის თანხმობაა საჭირო. კომპანიას მფლობელი, ამ ეტაპზე, არც საჯარო რეესტრში შეცვლია.