რამდენიმე სეზონის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2019 წლიდან უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები აღარ გავა. მაუწყებელმა მატჩების გადაცემის უფლება ვერ მოიპოვა, რადგან შესაბამისი ტენდერი ვერ მოიგო.

საზოგაფოებრივ მაუწყებელში On.ge-ის უთხრეს, რომ ტენდერში "საკმაოდ სოლიდური" თანხით მონაწილეობდნენ, თუმცა ჩვენების უფლება ვერ მოიპოვეს.

სილქნეტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ საფეხბურთო მატჩები სილქ უნივერსალის ეთერში გადაიცემა. აღნიშნულმა კომპანიამ მატჩების ტრანსლირების უფლება სამი წლის ვადით მოიპოვა.

გარდა ამისა, სილქნეტმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩების ჩვენების უფლებაც მოიპოვა. კომპანია ლა ლიგას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აჩვენებს.

საზოგადოებრივზე ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების ჩვენების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ლიბერალმა გამოაქვეყნა.