მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველები ჩაბუქის სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. მათ პროკურატურას დღეს, 23 თებერვალს მიმართეს.

"გათავისუფლების შემდეგ, კვლავ გაჩნდა სოციალურ ქსელებში ჩანაწერები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე", - განაცხადა ჩაბუქის ერთ-ერთმა ადვოკატმა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოთი, 19 თებერვალს გაათავისუფლეს.