GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა 2018 წლის ფესტივალისთვის მიწას იჯარით არ მისცემს მაშინ ღონისძიებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარებს. ამის შესახებ სიგუამ ფეისბუქში დაწერა.

მისი თქმით, ფესტივალი 9-12 აგვისტოს აუცილებლად ჩატარდება განმუხურის საკურორტო ზონაში, თარიღი გამოცხადდა და ბილეთებიც იყიდება.

"მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემ-ფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ. მათი "დახმარება" რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე", - წერს სიგუა.

მისი თქმით, ფესტივალი მაშინ გადაიხდის ვალებს, როცა სრული დატვირთვით იმუშავებენ, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გაძლიერდებიან.