HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემის მფლობელი სერიალი - Big Little Lies მეორე სეზონით დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა არხმა.

დიდი პატარა ტყუილების პირველი სეზონის მსახიობები ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილინ ვუდლი, ლორა დერნი და ზოი კრავიცი ახალ სეზონშიც დაგვიბრუნდებიან. ინფორმაცია HBO-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

სერიალში ძველი მსახიობების გარდა ვიხილავთ მერილ სტრიპსაც, რომელიც სელესტის [ნიკოლ კიდმანის გმირი] დედამთილის როლს შეასრულებს.

მეორე სეზონის სცენარი კვლავ ტყუილების, მტკიცე მეგობრობის, არამყარი ქორწინებისა და დედობის თემის გარშემო განვითარდება.

მერილ სტრიპის გმირი პირველ სეზონში დაღუპული პერის დედა იქნება და მერი ლუის რაიტი ერქმევა. კასტინგი მიმდინარეობს ბონის მამის როლზეც. როგორც ცნობილია, სერიალში ბევრი ახალი სახე იქნება. მიუხედავად პირველ სეზონში სიკვდილისა, მეორე სეზონის კონკრეტულ ეპიზოდებში დაბრუნდება ალექსანდრ სკარსგარდიც.

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონშ, პირველის მსგავსად, 7 სერია იქნება.

მანამ სანამ მეორე სეზონი გამოვა, გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ 10 საინტერესო ფაქტი სერიალის შესახებ.

Big Little Lies-ის სცენარზე დიდი ომი იყო გამოცხადებული. საბოლოოდ ეს ბრძოლა ნეტფლიქსმა წააგო და სერიალი HBO-ში აღმოჩნდა

ნიკოლ კიდმანი დანიშნული იყო ლენი კრავიცზე, რომელიც ბონის როლის შემსრულებლის, ზოი კრავიციზ მამაა რეალურ ცხოვრებაში

ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი იმდენად დაახლოვდნენ გადაღებების დროს, რომ რიზმა ნიკოლის მეზობლად ნეშვილში სახლიც კი იყოდა

სერიალში მონაწილეობის გამო, ნიკოლ კიდმანმა უარი თქვა Wonder Woman-ში მონაწილეობაზე. საბოლოოდ მისი როლი რობინ რაითს ერგო

სელესტის როლზე ნაომი უოთსი და გვინეტ პელტროუც განიხილებოდნენ, თუმცა საბოლოოდ როლი ნიკოლ კიდმანმა მიიღო

სელესტისა და პერის სცენებს მსახიობები (ნიკოლ კიდმანი და ალექსანდ სკარსგარდი) ერთი დუბლით წერდნენ

რენატას როლზე ლიან მორიარტს ჯულია რობერტსის მიწვევა სურდა, თუმცა საბოლოოდ HBO-მ გადაწყვიტა ჯულიას მონაწილეობით ცალკე სერიალი გადაიღოს. ამის შემდეგ როლი ლორა დერნმა მიიღო

ლიან მორიარტმა ჯეინის როლი როუზ ბირნს შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ როლი შეილინ ვუდლიმ მიიღო

წიგნში მედელინი (რიზ უიზერსპუნი) არ ღალატობს ქმარს, ლიან მორიარტს ეს იდეა სცენარის წერის დროს მოუვიდა

ნიკოლ კიდმანმა თქვა, რომ ძალადობის სცენები იმდენად მოქმედებდა მასზე, რომ სასტუმროში დაბრუნებულმა ფანჯრის მინა ჩატეხა