საზოგადოებრვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა სია ცნობილია. ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადით საკონკურსო კომისიას 14-მა ადამიანმა მიმართა.

სამეურვეო საბჭოს წევრობა სურთ:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი;
  2. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;
  3. დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  4. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი;
  5. იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  6. ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  7. ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი;
  8. ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
  9. ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  10. ვლადიმერ ბოჟაძე - სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი;
  11. ია მამალაძე - ჟურნალისტი;
  12. ნათია კობერიძე - ჟურნალისტი;
  13. ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი;
  14. დავით კორახაშვილი - ჰოლდინგ აფხაზეთის ხმის მფლობელი.

სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური თანამდებობაა, საქართველოს კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირი უნდა წარადგინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ 14 პირიდან, პირველ ეტაპზე, 12 შეირჩევა.

ვინ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს

რამდენიმე თვეში სამეურვეო საბჭოში უფლებამოსილება ეწურებათ: აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ, გიორგი კოხრეიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ გრიგოლ გოგელიასა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მარინა მუსხელიშვილს. საბჭო საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ დატოვა უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ. სწორედ მათ შესაცვლელადაა კონკურსი გამოცხადებული და კანდიდატებსაც იგივე სუბიექტები წარუდგენენ პარლამენტს.

სალაძის შემცვლელი საბჭოში ორწლიანი ვადით აირჩევა, დანარჩენი სამი კი ექვსწლიანით.

იმ კანდიდატებს, რომელთაგანაც სასურველ 3-3-ს აჭარის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შეარჩევს, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება მოუწევთ.

ამავე თემაზე: GPB-ს მეურვეების შესარჩევ კომისიაში ტაბულას, იმედისა და ობიექტივის ჟურნალისტები არიან