თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტი თი ბოტი ერთი წლის წინ, 2017 წლის 6 მარტს გამოჩნდა და ქართულ ინტერნეტ სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე ქართულმა სტარტაპ კომპანიამ, Pulsar AI-მ იმუშავა. თი ბოტი გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამის მიზეზი ისაა, რომ ჩეტბოტებთან ურთიერთობა ქართველი მომხმარებლისთვის სწორედ თი ბოტით დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ, თი ბოტი უკვე დახვეწილი საბანკო ჩეტბოტია, რომელიც ფაქტობრივად ყველა ძირითად სამომხმარებლო სერვისთან მარტივად წვდომის საშუალებას გაძლევთ. ფულის გადარიცხვა გსურთ? - მისწერეთ თი ბოტს. მეგობრისთვის გინდათ ბალანსის შევსება? - მისწერეთ თი ბოტს. ფულის გადახურდავებას აპირებთ და ვალუტის კურსი გაინტერესებთ? - თი ბოტი ამაშიც დაგეხმარებათ. პარასკევია და ფიქრობთ სად გაერთოთ? - თი ბოტს თქვენთვის რჩევების მთელი სია აქვს მომზადებული.

ერთი სიტყვით, თი ბოტი რობოტი კი არა, თქვენი ონლაინ მეგობარია, რომელსაც არასდროს დაეზარება თქვენი თხოვნების შესრულება. სულ რაღაც ერთ წელში თი ბოტი საოცრად განვითარდა და არავინ იცის, რას უნდა ველოდოთ მისგან ახლო მომავალში.

თავდაპირველად, როცა თი ბოტი ჯერ კიდევ პატარა იყო, მას რამდენიმე სასარგებლო ინფორმაციის მოწოდება შეეძლო ვალუტის კურსის, ამინდის პროგნოზის, სესხის პირობების, ბანკომატების ადგილმდებარეობის შესახებ. რა თქმა უნდა, არც ესაა ურიგო, მაგრამ თუ შეხედავთ, რა შეუძლია თიბისის ჩეტბოტს ერთი წლის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნამდვილად გაგაოცებთ.

თიბისის მომხმარებლებისთვის ავტორიზაცია პირადი ნომრით და ანგარიშზე ნაშთისა და დავალიანების ნახვა

გახსენი ბრაუზერი, ჩაწერე საიტის მისამართი, შეიყვანე პაროლი, აირჩიე შესაბამისი კატეგორია - მოსაწყენია, არა? ჩეტბოტის ერთ-ერთი უნიკალური თვისება ისაა, რომ მისი დახმარებით, არ გიწევს ზედმეტი ინტერნეტ-მანევრირება, შენ უბრალოდ სწერ ონლაინ მეგობარს და ის შენს მაგივრად აკეთებს ყველაფერს, თანაც სულ რამდენიმე წამში.

მოდით დავტესტოთ, რამდენად ჭკვიანია იუბილარი ჩეტბოტი. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ჩეტბოტის პირველად გამოყენებისას, აუცილებელია გაეცნოთ მას, რაც თქვენი პირადი ნომრის შეყვანასა და პინ კოდის დაყენებას გულისხმობს. ყოველი შემდეგი გამოყენებისას, ჩეტბოტი მარტივად გიცნობთ და ზედმეტ კითხვებსაც აღარ დაგისვამთ.

როგორც ხედავთ, ოპერაციის შესრულება ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

მობილური ბალანსის შევსება

ჩეტბოტის დახმარებით მობილურის შევსებასაც უმარტივესია. წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტბანკში შესვლის, ანგარიშისა და სერვისის მითითებით, თანხის შეყვანის ნაცვლად, უბრალოდ მეგობარს სწერთ "ორი ლარი ჩამირიცხე რა" და თქვენი მობილურის ბალანსიც წამიერად შევსებულია. ყველაფერთან ერთად კი, საკომისიოს გადახდაც არ გიწევთ.

ჭკვიანი ბოტი თქვენი ანგარიშიდან ჩამოჭრის იმ თანხას, რომლის ჩარიცხვაც გინდათ.

ივენთების ნახვა კატეგორიების მიხედვით და ჩატიდან გაუსვლელად ბილეთების შეძენა

წარმოიდგინეთ, რომ პარასკევი საღამო ახლოვდება, გინდათ მეგობრებთან ერთად საღამო სადმე გაატაროთ. ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოთ მარჩიელობა, სხვადასხვა საიტების შემოწმება და ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში დაიკარგოთ, შეგიძლიათ თი ბოტს მიწეროთ და ისიც საუკეთესო შემოთავაზებებს ერთ წამში გადმოგილაგებთ.

თანაც, თიბოტს იუმორიც ისეთივე კარგი აქვს, როგორც ჭკუა.

აი, მაგალითად, ასე...

...და ყველაფერი მზადაა, ბილეთებიც გაქვთ და პარასკევი საღამოს გეგმაც.

თი ტრანსფერი - მეგობართან ჩატში ფულის გადარიცხვა

ალბათ ხშირად ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, სამსახურში მიმავალს თანამშრომლები სუპერმარკეტიდან საჭმლის მოტანას რომ გაბარებენ, თანაც ყველა ცალ-ცალკე და მერე ჩეკებით უნდა ითვალო, ვის რამდენი აქვს მოსაცემი და უთვალავ ანგარიშის ნომერს გაუმკლავდე. მოკლედ, ეს ოპერაცია ყველა დასაქმებული ადამიანის თავისტკივილია.

ეს სიტუაცია სხვადასხვანაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც დიდი დრო მიაქვს... უფრო სწორად, მიჰქონდა, სანამ თქვენს მესენჯერში თი ბოტი გაჩნდებოდა. მას შეუძლია, პირდაპირ ჩატში განახორციელოს გადარიცხვის ოპერაცია და თანაც ამას იმაზე სწრაფად აკეთებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ამისათვის, ხსნით თქვენს მეგობართან ჩათს და მარცხენა კუთხეში აჭერთ პლუს ღილაკს, ირჩევთ თი ბოტს, შეგყავთ პინ კოდი, თანხა და ასრულებთ ოპერაციას. სულ ეს არის, რამდენიმე წამში თანხა გადარიცხულია. მეგობარი იქვე ხედავს დადასტურებულ ტრანზაქციას და ფინანსური გაუგებრობებიც გამორიცხულია.

ერთი წლის თი ბოტი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, უკვე 130 000-ზე მეტ ადამიანს იცნობს და თითოეულ მათგანთან მეგობრობს. ის მუდამ მზად არის, დაგეხმაროთ და თქვენი სურვილები აასრულოს.

თუკი აქამდე არ გისაუბრიათ ინტერნეტის ჭკვიან ბინადართან, დაბადების დღე შესანიშნავი დროა ურთიერთობის წამოსაწყებად. თი ბოტის გასაცნობად დააჭირეთ აქ და დაბადების დღის მილოცვასთან ერთად, უსურვეთ, დიდი ბოტი გაიზარდოს.