წლევანდელი ოსკარის ფავორიტს, ფრენსის მაკდორმანდს, რომელმაც ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო, ოსკარის წვეულებაზე ქანდაკება მოპარეს.

საბედნიეროდ, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქურდობაში ბრალდებული უკვე დააკავა და მსახიობს კუთვნილი ჯილდოც გადასცა.

ეჭვმიტანილი 47 წლის ტერი ბრაიანტია, რომელმაც ოსკარი პირდაპირ მსახიობის მაგიდიდან აიღო.