ქეთა თოფურია და გრიგორი ლეპსი რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო მხარადასაჭერ კლიპში მღერიან. მათ პუტინის გუნდის მოძრაობის ჰიმნი გზაგამკვლევი ვარსკვლავი ჩაწერეს. სიმღერის ტექსტის მიხედვით, მთავარია გუნდური სიძლიერე და მის ნაწილად გახდომა გვიანი არასდროსაა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია მოსახლეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.

საკუთარ ინსტაგრამზე თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოსახლეობას ასწავლის, როგორ მისცენ ხმა დისტანციურად, იმ შემთხვევაში თუკი საარჩევნო უბნაზე მისვლას ვერ ახერხებენ. მან მოუწოდა მოსახლეობას ისარგებლონ ამ აპლიკაციით.

პოსტის გამო კრიტიკას თოფურიამ ისევ ინსტაგრამზე უპასუხა და თქვა, რომ არ იზიარებს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს:

"რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც, ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და ცადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება".