მარველის Black Panther ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარს გადააჭარბეს.

ფილმის პრემიერა თებერვალში შედგა და მას შემდეგ ის კინოგაქირავების ლიდერია და მხოლოდ 26 დღეში მოახერხა მილიარდიანი შემოსავლის დაგროვება.

ფილმში მთავარ როლებს ჩედვიკ ბოსმანი, ლუპიტა ნიონგო, ანგელა ბესეტი და მარტინ ფრიმენი ასრულებენ.

შავი პანტერა მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.

შავი პანტერა პირველად ფანტასტიკური ოთხეულის კომიქსების 52-ე ნომერში გამოჩნდა, შემდეგ კომიქსები მის შესახებაც შეიქმნა.

რაც შეეხება ფილმებს, პანტერას პერსონაჟი პირველად ფილმში კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი გამოჩნდა.

ფილმის გადაღება $200 მილიონი დაჯდა.