თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხლშეკრულება. კალაძე ამის მიზეზსს ხსნის იმით, რომ კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

კალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. ხოლო, კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.

მისივე თქმით, თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე:

"განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ".