ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ქართული მარშის 6 წევრი დააკავეს. მარშის წევრებმა ტელეკომპანიის თანაშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორ ფაქტზე დაიყო:

  • რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიმართ ძალადობა (სსკ-ის 126-ე მუხლი);
  • რუსთავი 2-ის თანამშრომლის ავტომანქანის დაზიანება (სსკ-ის 187-ე მუხლი).

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან.

დაახლოებით ერთი საათის წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მანქანას ძალადობრივი დაჯგუფების ქართული მარშის წევრებმა ალყა შემოარტეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მარშმა გაბუნიას შენობაში შესვლის შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ მისცა.