"სადღეგრძელოებს ლაპარაკობთ აქ და ბოზი ქალებივით ყვირით", - ამ სიტყვებით მიმართა ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს.

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებულ საჯარო განხილვაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კახი კალაძემ ელენე ხოშტარიას საუბარი შეაწყვეტინა.

კალაძის თქმით, არ მისცემდა ხოშტარის უფლებას, ამ საუბრით პოპულისტური აზრები გაევრცელებინა. ხოშტარია მოითხოვდა მერს საუბრისას ხელი არ შეეშალა. კამათში ჩაერთო ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი ვიტო შაქარიშვილი.

ვიტო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის საკმაო დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ესაუბრათ და ეს დრო არ გამოიყენეს. რაზეც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შაქარიშვილი მათ საუბარს არ უსმენდა. ამის შემდეგ შაქარაშვილმა ოპოზიციის წევრები შეურაცხმყოფელად მოიხსენია.