რამდენიმე კვირის წინ, საგურამოში, აგარაკზე ჩასულ გაბუნიების ოჯახს, იქამდე გაურემონტებელ სახლში ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და სახლამდე მიყვანილი კომუნიკაციები დახვდა.

ამ ისტორიამ ქართული სოციალური მედია მალევე მოიცვა, ადამიანების უმრავლესობას კი ერთი კითხვა ჰქონდა, რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ მეზობელი საკუთარის ნაცვლად შენს სახლს არემონტებს?

რამდენიმე კვირის შემდეგ On.ge ქეთა გაბუნიას დაუკავშირდა და ჰკითხა თუ როგორ დასრულდა პოტენციური დავა.

"სამართლებრივი დავა არ გახდა საჭირო. რისი დემონტაჟიც შესაძლებელი იყო, წაიღეს. დამატებით რაც კომუნიკაციებში და ეზოს მოსწორებაში დაიხარჯა - ანაზღაურდება", - ამბობს ქეთა გაბუნია.