"მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას", - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა" დააანონსა.