პირველად მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა. ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია 60-ვე უბნის შედეგები.

#54 ოლქში ანისა და ხონის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57,9 პროცენტი შეადგინა. სულ 48 123 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან 27 846 მოქალაქე არჩევნებზე უკვე მივიდა.

წინასწარი მონაცემებით, ექვს კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი უგულავა - ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო - 38,38 პროცენტი;
  • გიორგი ლილუაშვილი - საქართველო - 0,46 პროცენტი;
  • ზურაბ ქართველიშვილი - ტრადიციონალისტები - 0,22 პროცენტი;
  • გივი ჭიჭინაძე - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 57,86 პროცენტი;
  • მამუკა ტუსკაძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 1,47 პროცენტი;
  • ვასილ კოპალიანი - საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - 1,61 პროცენტი.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა.